ალექსანდრე ჭიკაიძე შვედეთის ელჩს შეხვდა

 

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შვედეთის ელჩ მარტინა ქვიქს შეხვდა. მხარეების შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა არსებული წარმატებული თანამშრომლობა აღნიშნეს და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს შვედეთისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები