15 პირველკურსელს ერთი წლის განმავლობაში სწავლა დაუფინანსდება

 

   სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა.
კომპანია British American Tobacco-მ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სტიპენდიის პროგრამა განახორციელა, რომლის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის მაგისტრატურის საუკეთესო 15 პირველკურსელს სრულად დაუფინანსდება სწავლა ერთი წლის (2-3 სემესტრის) განმავლობაში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა, იურიდიული, განათლების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან გამარჯვებული სტიპენდიანტები სპეციალურად შერჩეულმა კომისიამ გამოავლინა.
კომისიის თავმჯდომარე საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პროფესორი ნოდარ ხადურია და იგი დაკომპლექტებულია მაღალი რანგის სახელმწიფო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებით.
დაჯილდოების ცერემონიალს, British American Tobacco-ს წარმომადგენლებთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები