უმცირესობამ პარლამენტში მაგიდებზე ბრახუნი ატეხა – კობახიძემ მანდატურებებს მოუხმო
ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
უმცირესობის წარმომადგენლებმა უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადება წინასწარი ჩაწერის გარეშე გააპროტესტეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიგი წერეთელი და ხათუნა გოგორიშვილი პროცედურებთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლას ითხოვდნენ, თუმცა პარლამენტრის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მათ ამის შესაძლებობა არ მისცა.
კობახიძის განცხადებით, უმცირესობის წევრებს სიტყვით გამოსვლის დრო ამოეწურათ.
აღნიშნულმა განცხადებამ უმცირესობაში პროტესტი გამოიწვია. მათ პლენარულ სხდომაზე ხმაური დაიწყეს და მაგიდებზე ბრახუნი ატეხეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანდატურებს სთხოვა, რომ ის დეპუტატები, რომლებიც ხმაურობდნენ, სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ.