მინდია ჯანელიძე აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდება

 

   საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე დღეს აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურს გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ჰოდჯეს შეხვდება .
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრებიან ასევე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოდჯესი მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარებს გააკეთებენ.
თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ამერიკელი გენერალი დღეს, 11:00 საათზე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისს” ესტუმრება და სამეტაურო-საშტაბო სწავლებას “დიდგორი 2014” დააკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები