ლაშა თორდია: აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში ალასანიას მოთხოვნით შევიდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტის ლაშა თორდიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ალასანიას მოთხოვნით შევიდა.
თორდია კატეგორიულად გამორიცხავს პოლიტიკურ დევნას და აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარ სამხედრო უწყებაში მისი სამსახური წელიწადის და 4 თვის წინ, 2013 წლის ივლისში შევიდა.
გენერალური აუდიტი განმარტავს, რომ ახლადაღმოჩენილი მასალები არა კვებისა და ე.წ. კაბელების სამეებს, არამედ სხვა მიმართულებით მიმდინარე შესყიდვებს უკავშირდება.
„თუ ჩვენ რაიმე საქმეს ვკერავთ, მაშინ გამოდის, რომ წელიწადი და 4 თვეა, ამას ვაკეთებთ,“ – აღნიშნა თორდიამ.