თეა წულუკიანი: აუდიტის სამსახურმა თავდაცვის გარდა იუსტიციის სამინისტროც შეამოწმა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, აუდიტის სამსახური არა მხოლოდ თავდაცვის სამსახურში, არამედ იუსტიციის სამინისტროშიც იყო შესული.
მინისტრის განმარტებით, ის ვერ ხედავს რაღაც განსაკუთრებულს იმაში, რომ აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროზე დასკვნა მოამზადა. “აუდიტის სამსახური არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში, არამედ იუსტიციის სამინისტროშიც იყო შემოსული და სავარაუდოდ, სხვა სამინისტროებშიც. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობდით. იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებით დაიდო დასკვნა, რომელსაც ველოდებით. რაიმე განსაკუთრებულს, რომ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაზე დადო აუდიტის სამსახურმა დასკვნა, ვერ ვხედავ. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, მე აუდიტის სამსახურის მასალებს არ ვიცნობ და, რა თქმა უნდა, შეფასებას ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების მასალებს პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და პროკურატურას პარლამენტში ანგარიშის წარდგენას სთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები