„მითი, რომ საქართველოს კარგი და საუკეთესო მინისტრები ჰყავდა, დაიმსხვრა“

„მითი, რომ საქართველოს ჰყავდა კარგი და საუკეთესო მინისტრები, დაიმსხვრა“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძემ მოქმედი მთავრობა საგარეო ასპარეზზე სუსტი მუშაობის და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის არ ქონის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, სტარტეგია, რომლის მიხედვითაც საგარეო ასპარეზზე მოქმედებების გეგმა უნდა შედგეს, საქართველოს მთავრობას 2 – წლიანი მუშაობის შემდეგაც კი არ გააჩნია.
„მითი, რომ საქართველოს ჰყავდა კარგი და საუკეთესო მინისტრები, დაიმსხვრა. ეს განცხადება თავიდანვე დიდი ტყუილი იყო. ძალიან სუსტად არის საქმე საგარეო მიმართულებით. სწორედ იმ სფეროში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ფანჯიკიძის და პეტრიაშვილის უწყებებს, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროებს. უკვე ორი წელია ახალი მთავრობაა ქვეყნის სათავეში და ამ დრომდე არ არსებობს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. ამ დოკუმენტის გარეშე ვერ შედგება სამოქმედო გეგმა. ის წარმატებები, რაც ევროკავშირთან აქვს საქართველოს არა ამ მთავრობის მუშაობის, არამედ ევროკავშირთან მუშაობის უკვე 18 -წლიანი ისტორიის დამსახურებაა. ეს სხვადასხვა თაობის მუშობის შედეგია. ამ შედეგის მიღწევაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ პირადად მეც და ჩემი პარტიის თავმჯდომარემაც“, – განაცხადა გიორგი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები