დავით საგანელიძე აუდიტის სამსახურს და პროკურატურას ანგარიშის წარდგენას სთხოვს

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და პროკურატურას პარლამენტში ანგარიშის წარდგენას სთხოვს. ამის შესახებ საგანელიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
,,მივმართავ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ის მასალები, რომელიც მათ გააჩნიათ თავდაცვასთან დაკავშირებით, პარლამენტს წამოუდგინონ ანგარიშის სახით, რადგან ზოგიერთი ჯგუფი ამბობს, თითქოს ეს არის თავდაცვასთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან ცალმხრივად წარმოებული საქმე. ასევე ნდობის ჯგუფის წევრის სატუსით მივმართავ მათ, რომ ეს მასალები გამოვითხოვოთ”, -განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები