გიორგი მარგველაშვილი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ევროატლანტიკური ინტერგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს.
მათ რეგიონში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილეს ყურადღება და საქართველოში განვითარებული მოვლენებიც მიმოიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები