ვალერი გელბახიანი: არ გამორიცხავ, რომ ირაკლი ალასანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ!

ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ალასანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ. როგორც გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური ტრიუკი ჩაატარა, რათა სისხლის სამართლებრივი ბრალდებები გადაეფარა.
„ალასანიამ თავისი განცხადებებით პოლიტიკური ტრიუკი ჩაატარა, რათა სისხლის სამართლებრივი ბრალდებები გადაეფარა და ახლა პრემიერ-მინისტრს უწევს საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკურ კურსს არ ცვლის! ისიც ფაქტია – ხვალ რომ ალასანიას დაჭერა გადაწყვიტოს, ეს აუცილებლად პოლიტიკურ ელფერს მიიღებს! სწორედ ეს გათვალა ალასანიამ და საკუთარი თავის სასარგებლოდ პრაგმატული ნაბიჯი გადადგა. მიუხედავად ამისა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ალასანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ!“ – აცხადებს ვალერი გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველოში დაჭერები კვლავ გაგრძელდება. გელბახიანს მიაჩნია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დაპატიმრება პროკურატურას გაუჭირდება, რადგან დასავლეთი ამას პოლიტიკურ დევნად შეაფასებს.
„ალასანიას შესახებ ღარიბაშვილის დაანონსებული სიურპრიზი ის იქნება, რომ ბრალდებები და დაჭერები კიდევ გაგრძელდება. კიდევ ვიმეორებ, ალასანიას დაჭერასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა ახლა ამის გაკეთება გაუჭირდებათ! ეს ფონი რომ არ შექმნილიყო, ალასანიას დაჭერა ჩვეულებრივი იურიდიული პროცედურა იქნებოდა, მაგრამ ახლა, როცა თემა პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ხელისუფლება ვერანაირად ვერ აუხსნის დასავლეთს, რომ ალასანიას დაჭერას პოლიტიკური სარჩელი არ ედო. მე რომ მკითხოს კაცმა, წმინდა სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით, იმ „კაბელების საქმეზე“ თავდაცვის სამინისტროს მაღალალჩინოსნები თუ არიან დასაჭერები, ალასანია, რატომ არ არის დასაჭერი“, – ამბობს ვალერი გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები