დავით ზალკალიანი: ჩვენ არ გვითქვამს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზალკალიანის თქმით, პარტიას არ განუცხადებია, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია იცვლება. ამის შესახებ ზალკალიანმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,ჩვენი ოპონენტები გარკვეული განცხადებების ინტერპრეტაციას აკეთებენ, თითქოს ჩვენ განვაცხადეთ, რომ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება, ჩვენ ის ვთქვით, რომ საფრთხე ექმნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“,-ამბობს ზალკალიანი.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით ეჭვებს ბადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებები სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ალასანია სამუშაო ვიზიტით უცხოეთში იმყოფებოდა.
,,სწორედ ალასანიას სამუშაო ვიზიტით ყოფნის დროს თავდაცვის უწყებაზე დარტყმის მიყენება ნამდვილად დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. თუნდაც ე.წ. კაბელების საქმე დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან. ისმის კითხვა, რატომ ხდება სწორედ ამ ეტაპზე ასეთი თემების გამოტანა? ვის აწყობს ეს? ეს ყველაფერი საკმაოდ ბევრ ეჭვს ბადებს. ეს ყველაფერი იმას აწყობს, ვინც არ არის დაინტერესებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებით და ამ პროცესს ყველანაირად უშლის ხელს“,-აცხადებს ზალკალიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები