სოზარ სუბარი: მთავრობის ხელახალი დამტკიცების საჭიროება არ არის

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრების გადადგომას ეხმაურება. მინისტრის შეფასებით, მიმდინარე მოვლენები დემოკრატიული პროცესების მანიშნებელია, რაც მისასალმებელია.
სუბარის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავრობის ხელახალი დამტკიცების საჭიროება არ არის, თუმცა, მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში პრობლემას არც ეს წარმოადგენს.
“შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში არის სავსე პოლიტიკური ცხოვრება, იგივე სამი წლის წინ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი შემოვიდოდა. ფაქტობრივად, მოკვდა პოლიტიკა. ეს არის მჩქეფარე პოლიტიკური ცხოვრება, ამ დროს ხდება გადაყენება, გადადგომა, კოალიციის შექმნაც, დაშლაც. შესაბამისად, ეს, მე მგონი, მისასალმებელია. რეალური დემოკრატია არის დღეს, როცა არის სიტყვის თავისუფლება, როცა სამი არჩევნები ჩატარდა და არცერთზე ერთი სიტყვა არ დაძრულა, რომ გაყალბდა. ეს არის მთავარი. რაც შეეხება მთავრობის ხელახალ დამტკიცებას, ამ წუთისთვის ამის საჭიროება არ დგას, თუ მომავალში გვექნება, ესეც არ არის პრობლემა”, – განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერმა თანამდებობიდან გადააყენა, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მისი მოადგილეები და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილი თანამდებობიდან გადადგნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები