ირაკლი ალასანია: მე ამ საქმეს სიცოცხლის ბოლომდე ჩავყვები

მე ამ საქმეს სიცოცხლის ბოლომდე ჩავყვები და გავარკვევ, საიდან მოდიოდა ეს დაკვეთა. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, -ამის შესახებ საქართველოს უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის უწყებაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ალასანიამ “რუსთავი 2“-ის გადაცემა “არჩევანში“ საუბრისას განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ ის ბრალდებები, რაც ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროს მიმართ ისმის, მიზანმიმართული ანტიკამპანიაა. “ასეთი კამპანია, მასირებული შეტევა, რაც განხორციელდა ამ დღეების განმავლობაში, სხვა საფუძველს არ გვიტოვებს, გარდა იმისა, რომ დავარქვათ თავისი სახელი – ეს არის კამპანია ჩვენი თავდაცვის უწყების და მისი, როგორც ევროატლანტიკური ღირებულებების მიღწევის მთავარი მანქანის წინააღმდეგ. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ყველა დეტალი ამ საქმის ირგვლივ გაირკვეს. მე ამ საქმეს სიცოცხლის ბოლომდე ჩავყვები და გავარკვევ, საიდან მოდიოდა ეს დაკვეთა ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები