ახალციხეში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
ახალციხის რაიონის სოფელ წნისში 55 წლის მამაკაცი დაიკარგა. იგი სახლიდან 31 ოქტომბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მამაკაცი ტყეში ქაცვის მოსაკრეფად წავიდა. ახალციხის სამაშველო სამსახური დაკარგულ მამაკაცს უკვე 24 საათია, უშედეგოდ ეძებს. მაშველების განმარტებით, სამძებრო სამუშაოები, როგორც სოფელ წნისის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე მტკვარსა და მის სანაპიროზეც მიმდინარეობს.