„თბილისური სახსოვარი“ – საგამოფენო კონკურსი, რომელიც საქართველოს ნათლისღების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება
„თბილისური სახსოვარი“ – საგამოფენო კონკურსი დაიწყო. თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია (TASA) იწვევს ყველა დაინტერესებულ ხელოვანს ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ასოციაციის ინფორმაციით, პროექტი ეძღვნება საქართველოს ნათლისღების 1700 წლის იუბილეს.
„ეს არის შესაძლებლობა, თქვენი შემოქმედება იქცეს ქართული ისტორიისა და ქრისტიანული სიმბოლიკის თანამედროვე გამოძახილად.
კონკურსის მიმართულებები:
▪️ მცირე ფორმის სკულპტურები
▪️ რელიეფური ნამუშევრები
▪️ სასაჩუქრე მედალიონები
▪️ დიზაინ-პროდუქტის ესკიზები
თემატიკა: ნამუშევრები უნდა ეფუძნებოდეს ქრისტიანულ სიმბოლიკას და ქართულ ისტორიულ არქიტექტურულ-პლასტიკურ მოტივებს.
განაცხადების მიღება: 20 აპრილი – 25 მაისი;
ჯილდო: შერჩეული ნამუშევრები გამოიფინება საგანგებო ექსპოზიციაზე, ხოლო 3 საუკეთესო ნამუშევარი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით.
განაცხადები უნდა გაიგზავნოს: tasaassociation@gmail.com“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საკონკურსო პირობები და განაცხადის ფორმა:
https://drive.google.com/…/1cFyctBYBHRt1F0zOZ8MqxcIcJTD1NDi…