ლაშა რიჟამაძე: სამწუხაროდ, როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონენტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში

“სამწუხაროდ, როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონენტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ გადაცემაში “ღია ეთერი – დებატები” დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა რიჟამაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო კომპონენტი მთლიან ფასში ერთ-ერთი მთავარია იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი წარმოება ძალიან უმნიშვნელო პროცენტულობით არსებობს და ეს წარმოებაც იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული.

“ამის შემდეგ იწყება მთელი რიგი პრობლემატური საკითხები, სხვადასხვა კომპონენტი, რომლებიც ფასწარმოქმნაში თამაშობენ დამატებით როლს. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ის საკითხი, რომელზეც კომისია მიუთითებს, ეს არის სამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების საჭიროება. სამწუხარო ამ ყველაფერში არის ერთი რამ, ზუსტად იმაზე, რისი იდენტიფიცირებაც კომპანიამ მოახდინა, მთლიანად სექტორი საუბრობს წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, მთლიანად სექტორისთვის გაურკვეველია, რატომ შეჩერდა 2023 წელს, როცა დაიწყო ამის განხილვა, კარგია, რომ დღეს ამ ყველაფერზე გვიწევს საუბარი”, – განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები