ტრამპი: მერცი საშინლად მუშაობს, მისი ხელმძღვანელობით გერმანია ყველანაირ პრობლემას აწყდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი საშინლად მუშაობს და მისი ხელმძღვანელობით გერმანია ყველანაირ პრობლემას აწყდება, მათ შორის უკრაინაში არსებულ სიტუაციას.

„ის საშინელ საქმეს აკეთებს. მას პრობლემები აქვს იმიგრაციასთან, ენერგეტიკასთან, ყველანაირი პრობლემა აქვს, რაც კი წარმოსადგენია. და მას დიდი პრობლემა აქვს უკრაინასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დროს.

ტრამპმა ადრე გერმანიის კანცლერი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები