აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილი ამობრუნდა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილი ამობრუნდა. დაშავდა ერთი ადამიანი.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.