„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის დასუფთავებისა და მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში, ქუჩების მორეცხვის ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებს
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის დასუფთავებისა და მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში, ქუჩების მორეცხვის ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჯერად, მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა ქეთევან წამებულის გამზირზე.
“სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოირეცხა გზის სავალი ნაწილი და გამყოფი კუნძულები, გაჩერებები, მიწისქვეშა კონტეინერები და მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარედ არსებული კუნძული.
ქუჩების მორეცხვის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით გაგრძელდება,”- წერია ინფორმაციაში.