ირანში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან
ირანის განათლების სამინისტრომ განათლების ყველა დონისთვის ონლაინ სწავლებაზე დროებით გადასვლა გამოაცხადა.
ირანის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, ალი ფერჰადიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა სკოლა 21 აპრილიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავა.
ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა, ზემოაღნიშნული თარიღიდან შემდგომ შეტყობინებამდე, დისტანციური სწავლების რეჟიმში იმუშავებს და ამისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.
გადაწყვეტილება განათლების ყველა დონესა და საფეხურს ეხება.