16 აპრილს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ჯაპანას სარკინიგზო გადასასვლელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა” 2026 წლის 16 აპრილს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-15 კმ-ზე მდებარე ე.წ. „ჯაპანის“ (ნიგოითი-საჯავახოს გადასარბენის კმ90 პკ3-ში) დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე გეგმავს სავალი ფენილისა და ლიანდაგის შეკეთების სამუშაოებს. ასევე, დაგეგმილია სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან, ორივე მხარეს, დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები.
სამუშაოების წარმოების დროს საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზისა და ნიგოითის, ლანჩხუთის, ლესას სატრანსპორტო კვანძების გამოყენებით.