ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“ – პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში
7, 18, 21 და 29 აპრილს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა: ჰენრიკ იბსენის – „ხალხის მტერი“ დაიდგმება.
თეატრის ინფორმაციით, ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“ დღესაც იმავე სიმწვავით სვამს კითხვას – რა ემართება სიმართლეს მაშინ, როდესაც მას საზოგადოებრივი აზრი, ძალაუფლება და მედია უპირისპირდება. ამ დადგმაში აზრები, პოზიციები და მორალი სანახაობად იქცევა, ხოლო ადამიანი, რომელიც სიმართლეს იცავს, აღმოჩნდება წარმოდგენის ცენტრში – მარტო. აქ თითოეული სიტყვა, ჟესტი და გადაწყვეტილება გარდაიქმნება სანახაობად, სადაც მთავარი კითხვა ისევ უცვლელი რჩება: შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს გაუძლოს უმრავლესობის ძალას.
რეჟისორი – სოფიო ქელბაქიანი მხატვარი – ავთო მოდებაძე; კომპოზიტორი – თამარ ფუტკარაძე-ლაშხი;
ვიდეო-გრაფიკა – დათა დვალიშვილი; პოსტერის დიზაინერი – ნიკოლოზ შალიკაშვილი; ტექნიკური რეჟისორი – ლია მამიაშვილი.
მონაწილეობენ: ნიკა თავაძე, დავით დვალიშვილი, თეონა ქოქრაშვილი, ნატალია გაბისონია, გიორგი შარვაშიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, გიორგი კიკნაძე, კოკო როინიშვილი, დიმიტრი ტატიშვილი, მარიამ ნიკოლაშვილი