Exim bank – ი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით დაინტერესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი კორეული მსხვილი საფინანსო ორგანიზაციის, Exim bank-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საკრედიტო ორგანიზაცია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით დაინტერესდა.
ამ მიზნით, დეკემბერში საქართველოს კორეის დელეგაცია ეწვევა, რომელიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს დეტალურად გაეცნობა.
ქვეყანასთან პარტნიორობის სტრატეგია შემუშავდება, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები და სექტორები იქნება ასახული.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართული შეხვედრა მიზნად ამ მისიის ვიზიტის მომზადებას ისახავდა, სადაც უფრო დეტალურად იქნება განხილული ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო სფეროები და კონკრეტული პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები