ირანმა ერაყში მდებარე ჰარირის ამერიკული ბაზა დაბომბა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ერაყის ქურთისტანში, ჰარირში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა.

IRGC-ის პრესსამსახურის ცნობით, ბაზას კორპუსის სახმელეთო ძალების მსროლელების მიერ გაშვებული ხუთი რაკეტა დაესხა თავს.

IRGC-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმის სამიზნე ჰარირის საჰაერო ბაზაზე მდებარე აშშ-ის არმიის შტაბ-ბინა იყო. დანაკარგების ან ზარალის დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები