პრემიერი: სასწრაფოს ახალი მანქანები მომსახურებას გააუმჯობესებს
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის 180 ახალი მანქანის გადაცემა კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჯანდაცვას და მოსახლეობის მომსახურებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეგიონებისთვის სასწრაფოს ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი ავტომობილების გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანია.
პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრს და მოსახლეობას ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ მიულოცა.
ცნობისთვის, სახელმწიფომ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 180 ავტომანქანით განაახლა, რისთვისაც, ჯამში, 11 მილიონამდე ლარი გამოიყო.