აზერბაიჯანი ირანიდან თავის დიპლომატიურ პერსონალს გაიყვანს,- ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ირანიდან ქვეყნის დიპლომატიური პერსონალის სრულად გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს პროცესი ეხება როგორც თეირანში არსებულ საელჩოს, ასევე თავრიზში არსებულ საკონსულოს. ამჟამად ამ მიმართულებით შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს“, – აღნიშნა მან.
ბაირამოვმა ასევე განაცხადა, რომ წინა დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ეს საკითხი განიხილეს.
მისი თქმით, ირანულმა მხარემ მნიშვნელოვანი გამოძიების ჩატარების პირობა დადო და ბაქო მის შედეგებს ელის.