მედია: აშშ-მა ირანში სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სისტემა გამოიყენა
ირანზე თავდასხმის პირველ დღეს 1000 სამიზნეზე დარტყმების განსახორციელებლად, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ყველაზე დახვეწილი ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს, რომელიც დღემდე საბრძოლო მოქმედებებში გამოუყენებიათ. ამის შესახებ Anadolu წერს.
გამოცემის ცნობით, მონაცემთა ანალიტიკური კომპანია Palantir Technologies-ის მიერ შემუშავებული Maven Smart System-ის სახელით ცნობილი ინსტრუმენტი აანალიზებს თანამგზავრებიდან, სათვალთვალო პლატფორმებიდან და სხვა წყაროებიდან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის უზარმაზარ მოცულობას.
როგორც Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სისტემა სწრაფ ინფორმაციას იძლევა, რაც მეთაურებს ირანთან დაკავშირებული ოპერაციების დროს სამიზნეების რეალურ დროში იდენტიფიცირებასა და პრიორიტეტულობის დადგენაში ეხმარება.
პლატფორმაში ინტეგრირებულია Claude, ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც Anthropic-მა შექმნა.