“ვმუშაობთ, რომ იდეალურთან მიახლოებული იყოს საარჩევნო პროცესი ჩვენს ქვეყანაში” – ლევან მაჭავარიანი
“ვმუშაობთ, რომ იდეალურთან მიახლოებული იყოს საარჩევნო პროცესი ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, ყველა ცვლილება ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო პროცესი ჩვენს ქვეყანაში.
“აღსანიშნავია, რომ ბოლო არჩევნების დროს, 2024-2025 წლებში, ცესკომ მოახდინა არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირება. ეუთო/ოდირის 2024 წლის ანგარიში ამაზე მეტყველებს, სადაც ხაზგასმულია, რამდენად მაღალ დონეზე იყო ადმინისტრირებული ეს არჩევნები.
არის საკითხები, რომელიც უფრო უნდა დაიხვეწოს. ვმუშაობთ ამ საკითხებზე, იქიდან გამომდინარე, რომ იდეალურთან მიახლოებული იყოს საარჩევნო პროცესი ჩვენ ქვეყანაში”, – ამბობს მაჭავარიანი.