აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა 17 ირანული გემი გაანადგურეს და მთელი ირანული საზღვაო ფლოტი ჩაძირეს.
„ჩვენ ვაგრძელებთ ირანზე დარტყმებს 24 საათის განმავლობაში, ზღვის ფსკერიდან კოსმოსამდე და კიბერსივრცემდე“, – განაცხადა ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა ბრედ კუპერმა.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების დაწყებიდან ირანმა 500-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და 2000-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.