ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.

სამხარაძის განცხადებით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

„შესანიშნავი საუბარი გაიმართა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, შუა დერეფანზე/TRIPP-სა და ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე“, – წერს სამხარაძე X-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც კონგრესში, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები