„ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი ხდება, სინამდვილეში, „ნაცების“ სასარგებლოდ” – იონათამიშვილი
„დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი ხდება, სინამდვილეში, „ნაცების“ სასარგებლოდ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მან საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარების საკითხზე ისაუბრა.
იონათამიშვილის შეფასებით, “თავისუფალ მედიაზე თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში არგუმენტების გარეშე მიიღეს”.
„ნაცების“ სასარგებლოდ საქართველოში წარმატება არაფერს ექნება, მით უმეტეს ასეთ უსამართლო ქმედებებზე. ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა დიდი ბრიტანეთის ელჩი. დარწმუნებული ვარ, არანაირი არგუმენტი არ ექნებათ, ვინაიდან ფაქტია – არგუმენტების გარეშე იღებენ ამ გადაწყვეტილებას და რა მიზნებიც აქვთ და რისთვისაც აკეთებენ ამ ყველაფერს, რასაკვირველია, ისევ უსაფუძვლო დარჩება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.