“ჯო უილსონი წარმოუდგენლად უსაფუძვლო და აბსურდულ თემატიკას ირჩევს ხოლმე – მიკვირს, ამ თემებს ვინ აწვდის” – ნინო წილოსანი

“ჯო უილსონი წარმოუდგენლად უსაფუძვლო და აბსურდულ თემატიკას ირჩევს ხოლმე – მიკვირს, ამ თემებს ვინ აწვდის. ჩინურ გავლენებსა და დაზვერვაზე როცა საუბრობს, ეს ჯერ არცერთ ანგარიშში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არცერთ მოსმენაზე არ გვსმენია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.

ის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც „საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს.

„არა მხოლოდ მათ, არამედ ვხედავთ ევროკავშირის ლიდერებს, დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, რომლებიც ჩინეთს სტუმრობენ და ცდილობენ, ჩინეთთან კარგი ურთიერთობა დაამყარონ. იმედი მაქვს, ვითომ მეგობრული და სინამდვილეში, მტრული აქტი, ასევე ეს კანონპროექტიც, მზის სხივს ვერ იხილავს, საბოლოო შედეგამდე ვერ გავა. ამერიკაში დემოკრატიის პრინციპების ბევრი დამცველია, ვინც ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები