მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროდ, ძალიან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით
“სამწუხაროდ, ძალიან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით, საქართველოს მთავრობასთან მიმართებით”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისთვის მთავარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია.
„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით, საქართველოს მთავრობასთან მიმართებით, ქართულ საზოგადოებასთან მიმართებით და ქართველ ხალხთან მიმართებით, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე, ვინაიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის საქართველოს ხელისუფლება და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესში მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენი მთავარი მოტივი და მთავარი მამოძრავებელი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და, რა თქმა უნდა, პარტნიორებთან ვსვამთ კითხვას – რა არის ის წინააღმდეგობა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ინტერესები მოდის მათ ინტერესებთან. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის გაცხადებული და პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.