დონალდ ტრამპმა აშშ-ში ვებსაიტი გახსნა, სადაც მედიკამენტების შეძენა შეღავათიან ფასებში იქნება შესაძლებელი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი სამთავრობო ვებსაიტი გახსნა, რომელიც ამერიკელებისთვის რეცეპტით გაცემული მედიკამენტების ფასების შემცირებას ისახავს მიზნად.

თეთრმა სახლმა ხუთშაბათს TrumpRx.gov წარადგინა, სადაც წარმოდგენილია 40-ზე მეტი მედიკამენტი ხუთი ფარმაცევტული კომპანიისგან, რომლებმაც ადმინისტრაციასთან ფასების შეთანხმებას მიაღწიეს: AstraZeneca, Eli Lilly, EMD Serono, Novo Nordisk და Pfizer.

„თქვენ დიდ ფულს დაზოგავთ. ეს ასევე ძალიან კარგია ჯანდაცვისთვის“, – თქვა ტრამპმა.

ვებგვერდი მოქალაქეებს ჰპირდება „მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასებს რეცეპტულ მედიკამენტებზე“ და წარმოადგენს პოპულარულ პრეპარატებს, მათ შორის წონაში კლებისთვის განკუთვნილ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა Ozempic-ი და Wegovy.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები