დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ჯერ არ მიღებულ კანონს?

საქართველოს პრეზიდენტი ნაადრევად მიიჩნია იმაზე საუბარი, დაადებს თუ არა ვეტოს ჯერ არ მიღებულ კანონს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის დეტალურად სწავლობს ამ კანონის შინაარს და ჩართულია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკითხის განხილვაში.
“ეს კანონი გასცდა ჩვეულებრივი საკანონმდებლო რეგულირების ფაქტებს და მიიღო გარკვეული პოლიტიკური შინაარსიც, გამომდინარე იმ მძიმე წარსულიდან, რომელიც გვქონდა. ეს მძიმე წარსული გვქონდა საბჭოთა კავშირშიც და არავინ ვლაპარაკობდით თავისუფლად ტელეფონზე და ანალოგიური მძიმე წარსული იყო წინა ხელისუფლების დროს. დღეს ბუნებრივია, მე ვერ ვისაუბრებ ვეტოს კონტექსტზე არმიღებული კანონის კონტექსტში. კანონპროექტზე ვეტოს დადება ბუნებაში არ არსებობს. მე დეტალურად ვსწავლობ ამ კანონის შინაარს და როდესაც იქნება უკვე კანონი განხილული, მაშინ შემიძლია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები