„ჩემი მოხსენება ეხებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის საკითხს“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი იმ მოხსენების შესახებ გააკეთა, რომელიც მან უშიშროების საბჭოს წევრებს წარუდგინა.
„ჩემი მოხსენება ეხებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის საკითხს, ამ ხელშეკრულების გამო და იმ მოსალოდნელი საფრთხეების და გამოწვევების გამო, რომელიც მომავალ დღეებში ალბათ იქნება ჩვენი მსჯელობის მთავარი თემა. ეს იყო განცხადებები, რომელიც გაკეთდა მეგობარი ქვეყნებისგან, ასევე 28+ 1-ის შეხვედრაზე ამ საკითხის დაყენება, ჩემი ვიზიტი გერმანიაში, დიპლომატიური კორპუსის მოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მათი საქმის კურსში ჩაყენება, ეს იყო ჩვენი საელჩოებისთვის მიცემული დავალებები , ჩვენი წარმომადგენლების გამოსვლა გაეროში და ევროპის საბჭოში, დაგეგმილი გამოსვლები ეუთოში და ნატო-საქართველოს კომისიაზე, აგრეთვე ის მომავალი საერთაშორისო ღონისძიებები, რომლებზეც შეიძლება დადგეს ეს საკითხები“, -განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები