აფხაზეთის ასარჩევია გაუჩინარება ან საქართველოს შემადგენლობაში ევროპაში ინტეგრაცია

აფხაზეთის ასარჩევია გაუჩინარება ან საქართველოს შემადგენლობაში ევროპაში ინტეგრაცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმების გაფორმება რუსეთის მხრიდან ღია ანექსიის მცდელობაა.
„პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი არიან ერთსულოვანი და არიან გაერთიენებული იმ ურთულესი საკითხის გადაჭრის გზების მოძებისთვის, რომელიც ეხება აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებას, რაც რუსეთის მხრიდან არის ღია ანექსიის მცდელობა. არჩევანი არის გაუჩინარებასა და ერთიან, დემოკრატიულ, ძლიერ საქართველოს შემადგენლობაში ევროპაში ინტეგრაციას შორის. მე ვფიქრობ, რომ ამას ჩვენი აფხაზი ძმებიც კარგად ხედავენ, ისევე როგორც, ჩვენი ოსი თანამოქალაქეები.
ყოველივე ეს – მომავალი გეგმებიც და მოქმედებებიც იქნება კოორდინირებული პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტს და ყველა დაინტერესებულ ძალას შორის, რომელსაც უნდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და გამთლიანება“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები