ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ დიდთოვლობის პერიოდში მოქალაქეთა დახმარებისთვის განსაკუთრებული ჩართულობისთვის ზვიად ჯაყელს და ირაკლი კოდელაშვილს მადლობის სიგელები გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი სვანიძემ, დიდთოვლობის პერიოდში მოქალაქეთა დახმარებისთვის განსაკუთრებული ჩართულობისთვის საკრებულოს წევრებს – კაზრეთის თემის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად ჯაყელს და საკრებულოს წევრს ირაკლი კოდელაშვილს მადლობის სიგელები გადასცა.

მისი თქმით, მსგავსი ჩართულობა სხვებისთვის კარგი მაგალითია.

„რთულ დროს ადამიანების გვერდით დგომა არის ის, რაც ნამდვილ თვითმმართველობას ქმნის. ასეთი ჩართულობა გვაძლიერებს და სხვებისთვისაც კარგი მაგალითია“, – აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, მადლობის სიგელების გადაცემით ხაზგასმულია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალაქეთა საჭიროებების მიმართ მაღალ პასუხისმგებლობას.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები