შალვა პაპუაშვილი: სტატისტიკის გარეშეც ყველა აღიარებს, რომ თვისებრივად შეცვლილი არის შსს-ის და ზოგადად, ჩვენი სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის საქმიანობა – შეცვლილი იმ მხრივ, რომ კონცენტრირებული არის იმ განსაკუთრებულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არის

“სტატისტიკის გარეშეც ყველა აღიარებს – მოყვარეც და მტერიც, რომ თვისებრივად შეცვლილი არის შსს-ის და ზოგადად, ჩვენი სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის საქმიანობა. შეცვლილი იმ მხრივ, რომ კონცენტრირებული არის იმ განსაკუთრებულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არის დანაშაულების მხრივ,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შსს-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას.

„უპირველეს ყოვლისა არის ნარკოდანაშაული და ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან პენიტენციარულ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა რაოდენობაც კი გაიზარდა. ამნისტიებით და შეწყალებებით გამოცხადებული გვქონდა, რომ გვინდოდა და გვინდა შემცირება რაოდენობის მაგრამ რას იზამ ახლა?! როცა ამდენი ნარკომოვაჭრე ტრიალებს, მათ შორის უცხოეთიდან შემოსულები, ყველას მიეხედება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის შედეგად, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ – 2025 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები