უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი უკრაინაში მშვიდობისთვის მზად არ არის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წამყვანმა დიპლომატმა პირველად ღიად აღიარა, რომ ბლოკი „არ არის მზად“ უკრაინაში მშვიდობისთვის.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ Bloomberg-თან ინტერვიუში პიტერ სიიარტომ ევროკავშირი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ფანატიზმმა ბრიუსელი მოიცვა“.

“დღევანდელ საგარეო საქმეთა საბჭოზე რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველად ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირი მშვიდობისთვის მზად არ არის. ძალიან საშიშია ის, რასაც ევროკავშირი აკეთებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. ძალიან საშიშია, რომ ისინი ევროპელი ხალხის ფულს ომზე აგზავნიან და ხარჯავენ“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები