გიორგი სოსიაშვილი: “საია” არაერთხელ იყო მხილებული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმართულ მოძრაობაში – ახლაც, მორიგი ტყუილი გამოუაშკარავდათ – ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, როდესაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა “საია”-ს სარჩელზე მედიასთან ისაუბრა.
როგორც სოსიაშვილმა აღნიშნა, “საია”-ს მორიგი ტყუილი ძალიან მალე გამოუაშკარავდა. მას მიაჩნია, რომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, როდესაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში.
„საია” არაერთხელ იყო მხილებული გარე პატრონების მიერ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმართულ მოძრაობაში. ის მონაწილეობდა და არაერთი რევოლუციური სცენარის სამზადისში იყო ჩართული, თავიანთი განცხადებებით, მოწოდებით და მიღებული დაფინანსებებით, რომელიც მოდიოდა ასე გაუმჭვირვალედ და იხარჯებოდა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ახლაც, მორიგი ტყუილი ძალიან მალე გამოუაშკარავდათ – პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, როდესაც რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში. სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.