რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც 16 წლის მოზარდს მაჯაზე ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციითვე, სავარაუდო დამნაშავეც არასრულწლოვანია.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე. დამნაშავე ცხელ კვალზე იქნა აყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები