რა ფარული მოლაპარაკებები გამართეს საფრანგეთში თაკო სალაყაიამ და გიგი უგულავამ დავით კეზერაშვილთან?
იგეგმება თუ არა კოტე კუბლაშვილის დაპატიმრება?!
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის დაპატიმრების შესახებ გაზეთი „ქრონიკა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. წყაროს ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ციხემდე ერთი წელი აშორებს.
გაზეთი წერს, რომ ერთი კვირის წინ საფრანგეთში ვანო მერაბიშვილის ცოლი, თაკო სალაყაია და გიგი უგულავა იმყოფებოდნენ.
„ისინი სახლში ესტუმრნენ დავით კეზერაშვილს და რამდენიმე მილიონი დოლარი სთხოვეს, რათა პალიკო კუბლაშვილის ხელით კოტე კუბლაშვილამდე მიიტანონ, რომელიც, თავის მხრივ, თანხის ნაწილს გადასცემს იმ მოსამართლეს, რომელიც მომავალში ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს… მერაბიშვილი ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში შეეცადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ხათუნა ხარჩილავა მოთმინებიდან გამოეყვანა და აცილება მიეცა. ბრალდების მხარის პროკურორები ხარჩილავას აცილებას ეწინააღმდეგებიან. მათ სასამართლო პროცესზე აღნიშნეს, რომ ვანო მერაბიშვილის პრეტენზიები პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. რისთვის სჭირდება მერაბიშვილს პროცესის გაჭიანურება? ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის ფაქტორი გახლავთ, რომ „ნაციონალების“ მთავარმა ბუღალტერმა დავით კეზერაშვილმა, შავი გზით ნაშოვნი ფულით, როგორმე იგი ციხიდან დაიხსნას“, – წერს გაზეთი „ქრონიკა“.
რაც შეეხება თავად კუბლაშვილს, როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს, ის დღესვეა დასაპატიმრებელი, მაგრამ რაკი ერთ წელიწადში ვადა ეწურება, ამერიკელები და ევროპელები მას კბილებით იცავენ. მათთვის მთავარია, საქართველოში შეინარჩუნონ ყბადაღებული კოჰაბიტაციის პროექტი და არ დაუშვან სამართლიანობის აღდგენა.