თენგიზ შარმანაშვილი – ფასებზე: მთავარია, შემოღებული იყოს სამართლიანი თამაშის წესები, სადაც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული
“მთავარია, შემოღებული იყოს სამართლიანი თამაშის წესები, სადაც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული,”- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა პროდუქტებზე ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ორივე კომისიის, სამთავრობო და საპარლამენტო კომისიის მუშაობაში მთავარია, შემოღებული იყოს სამართლიანი თამაშის წესები, სადაც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამავე დროს გათვალისწინებული იქნება ჩვენი საზოგადოების სოციალური ინტერესები“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შეხვდება.