მიხეილ სარჯველაძე: გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დღეს ფასები რეგულირებულია

“7 ათასი მედიკამენტია, რომელზეც მოქმედებს ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, დღეს ფასები რეგულირებულია”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამის გაფართოებაზე, შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. სადაც არსებობს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობისთვის უკეთესი გაკეთდეს, ჩვენი ვალდებულებაა ეს შესაძლებლობა ვნახოთ და ასევე, გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ საუკეთესო ბალანსი მივიღოთ.

ჩვენთვის პრიორიტეტი გახლავთ პაციენტისა და მომხმარებლის უფლება, რომელიც მოითხოვს მედიკამენტს და მეორე მხრივ, დარჩეს შესაძლებლობა, რომ ბიზნესმა თავისუფლად შეძლოს ოპერირება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები