მიხეილ სარჯველაძე – სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით: ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იყო ეს შეხვედრა, ვინაიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის თქმის საშუალება გაჩნდა ამ ფორმატში – მთავარი სათქმელი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირდა არის ის, რომ პრობლემა არსებობს

“ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იყო ეს შეხვედრა, ვინაიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის თქმის საშუალება გაჩნდა ამ ფორმატში – მთავარი სათქმელი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირდა არის ის, რომ პრობლემა არსებობს,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აპრილის ბოლოსთვის გარკვეული კონტურები გამოკვეთილი იქნება, რომელიც მიგვანიშნებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს შემდგომში ეს პროცესები, იმისთვის რომ მაქსიმალურად ეფექტიანი ბალანსის შესაძლებლობა გაჩნდეს.

„ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იყო ეს შეხვედრა, ვინაიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის თქმის საშუალება გაჩნდა ამ ფორმატში. ვფიქრობ, შემდგომი შეხვედრები იქნება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის მაჩვენებელი, თუ როგორ შეიძლება რეალურად გადაიჭრას პრობლემა, რომელზედაც ვსაუბრობთ. მთავარი სათქმელი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირდა, არის ის, რომ პრობლემა არსებობს.

ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორ გზას ადგას სამთავრობო კომისია და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე, დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის გარკვეული კონტურები გამოკვეთილი იქნება, რომელიც მიგვანიშნებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს შემდგომში ეს პროცესები, იმისთვის რომ მაქსიმალურად ეფექტიანი ბალანსის შესაძლებლობა გაჩნდეს – ერთი მხრივ იყოს ძალიან ხელმისაწვდომი პროდუქტები და მეორე მხრივ, რჩებოდეს სივრცე ბიზნესისთვის, რომ თავისუფლად ოპერირების გზით შეძლონ საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაკმაყოფილება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები