ლაშხი – უნგრეთში ვიზიტზე: ვსაუბრობთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალგაზრდების ჩართულობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების კუთხით
“ვსაუბრობთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალგაზრდების ჩართულობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების კუთხით, საგანმანათლებლო პროგრამებზე, ერთობლივ ინიციატივებზე და შევთანხმდით, რომ როგორც გელათის მიმართულებით, ასევე სხვა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართულებით გვექნება ერთობლივი ინიციატივები”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა უნგრეთში ვიზიტისას ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, იუნესკოს აქვს საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტები იმისა, რომ არსებობდეს რეგიონული ჩართულობა და კვლევითი მიმართულებები.
“ვისაუბრეთ როგორც მათი გამოცდილების შესწავლასა და საქართველოში ამ გამოცდილების გადმოტანაზე, ასევე, ერთობლივ ინიციატივებზე“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უნგრეთშია, სადაც დაგეგმილია დელეგაციის წევრების შეხვედრები როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.