დავით უსუფაშვილმა ბელგიურ მხარეს გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის გაუქმების მიზეზი განუმარტა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბელგიაში ყოფნისას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის გაუქმების მიზეზი განუმარტა.
უსუფაშვილმა ბელგიურ მხარეს აუხსნა, რომ პრეზიდენტმა ვიზიტი რუსეთის ახალი პროექტის, აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების გამო გააუქმა.
„ბელგია, როგორც ევროკავშირის წევრი, სრულად იზიარებს ჩვენ პოზიციებს, მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს იმ მიდგომას, რაც რუსეთმა ამ ბოლო ხელშეკრულების პროექტით გამოხატა. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ეს საკითხი და მას მოვახსენე, რომ ეს იყო სწორედ პრეზიდენტის ვიზიტის გადადების მიზეზი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელგიაში ვიზიტი 28 ოქტომბერს დანიშნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამო გააუქმა. სხდომაზე სწორედ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ უნდა ისაუბრონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები