ბათიაშვილი პრემიერ-მინისტრს მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში ჩასვლას ურჩევს

„ირაკლი ღარიბაშვილი მოსკოვში, ცხინვალსა და სოხუმში უნდა ჩავიდეს. კრემლმა მზადყოფნის სიგნალი მეორედ გამოაგზავნა“, – აღნიშნული განცხადება უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ირაკლი ბათიაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით, ახლა სწორედ ის დროა, როცა რუსეთის კომპრომისებზე წამოყვანა შეიძლება.
„აუცილებელია, პრემიერ-მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებს და მოსკოვს ესტუმროს და პირველ პირებთან შეხვედრები გამართოს. ახლა არის მომენტი, როცა შესაძლებელია, რუსეთი კომპრომისებზე წამოიყვანო და შენს სასარგებლოდ შემოატრიალო. მოსკოვში ჩასვლა საჭიროა, რომ მწვანე შუქი აგინთოს და საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრას. აფხაზეთთან ხელშეკრულების პროექტი რუსეთს ტყუილად არ შემოუგდია“, – აღნიშნა ბათიაშილმა საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.
ბათიაშვილმა ხელისუფლებას კიდევ ერთი რჩევა მისცა და მუდმივმოქმედი კომისიის შექმნა შესთავაზა: „უნდა ჩამოყალიბდეს მოლაპარაკებათა მუდმივმოქმედი კომისია, რომლის კომპეტენციაშიც არაერთი საკითხი მოექცევა. მათ შორის, თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნა და ასევე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების სტატუსის განსაზღვრა საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები