ესპანეთის პროვინცია კორდობაში ორი ჩქაროსნული მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა და 25 მძიმედ დაშავდა,- ამის შესახებ გაზეთი El País იტყობინება.
მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის დაზიანება 100-მდე ადამიანმა მიიღო, თუმცა მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი მატარებლის მძღოლიცაა.
ავარია მას შემდეგ მოხდა, რაც მალაგიდან მადრიდისკენ მიმავალმა მატარებელმა გაურკვეველი მიზეზით ლიანდაგის სწორ მონაკვეთზე, რელსები შეიცვალა და მიმდებარე ლიანდაგზე გადავიდა, რამაც მეორე მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნა გამოიწვია.